ვაჟა-ფშაველა "ხმელი წიფელი" - ღია გაკვეთილი 2021
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
2021 წლის 2 აპრილი
გაკვეთილის თემა | ვაჟა-ფშაველა “ხმელი წიფელი” - სიმბოლური სახე |
სწავლების საფეხური | საბაზო, VII კლასი |
საგანი / პედაგოგი | ქართული ენა და ლიტერატურა / მაყვალა მიქელაძე |
მოსწავლეთა პროფილი | 25 მოსწავლე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს |
გაკვეთილის მიზანი | ნაწარმოების გააზრება და მთავარი სათქმელის გაგება; მხატვრული სახეების, სახე-სიმბოლოების ამოცნობა; ინდივიდუალურ დავალებებზე მუშაობის უნარის განვითარების ხელშეწყობა. |
მისაღწევი შედეგი ე.ს.გ.-ს მიხედვით | ქართ. VII.7 მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს; გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ.
ქართ. VII.8 მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის შესაბამისობას კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. VII.9 მოსწავლე აანალიზებს ტექსტს სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VII.10 იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
|
წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან ტექსტი და ამოიცნობენ სხვადასხვა მხატვრულ ხერხს; მათ იციან სიმბოლოს მნიშვნელობა; ასახელებენ სიმბოლოებს სხვადასხვა და ტექსტში გამოყენებული მნიშვნელობით. |
შეფასების საგანი და პროცედურები | შეფასებისას ვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს; ვაფასებ ინფივიდუალურ დავალებებზე პასუხის ხარისხს. |
გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები | სახელმძღვანელო, თეორიული მასალა, კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი, კალამი, მარკერი. |
გაკვეთილის მსვლელობა და დრო | საორგანიზაციო საკითხები: მისალმება, სწრებადობის აღრიცხვა - 2 წთ გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა - 1 წთ (ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის მიზანია მოთხრობა “ხმელი წიფლის” გააზრება და მთავარი სათქმელის ამოცნობა. მხატვრული ხერხებისა და სახე-სიმბოლოების ამოცნობა, ამოკრება, დაჯგუფება). |
A ფაზა - გამოწვევა აქტივობა 1. მინი-ლექცია - “ხმელი წიფლის” შესახებ - 2 წთ | |
B ფაზა - კონსტრუირება აქტივობა 2. რა არის სიმბოლო? - 3 წთ განმარტავენ და ასახელებენ ზოგადად გავრცელებულ სიმბოლოებს. ნაწარმოებში გამოტანილ სიმბოლოებს კი განსაზღვრავენ შემდეგნაირად: ხმელი წიფელი - სიმბოლო მოღვაწე და მოამაგე კაცისა აქტივობა 3. სიმბოლოზე ვისაუბრეთ, სიმბოლო ტროპის ერთ-ერთი სახეობაა. მოდი გავიხსენოთ ჩვენთვის ნაცნობი მხატვრული ხერხები, რომელიც უშუალოდ ტექსტში შეგვხვდა. იქნებ ჩამოთვალოთ მაგალითები (მეტაფორა, ეპითეტი, შედარება, გაპიროვნება)? - 5 წთ მოდი ახლა ვნახოთ, რომელი მხატვრული ხერხი გამოიყენება ყველაზე მეტად? (გაპიროვნებაზე ვამახვილებთ ყურადღებას) აქტივობა 4. ლექსიკონზე მუშაობა - 3 წთ ა) სალიტერატურო სიტყვის სახეცვლილი ვარიანტები ბ) განსხვავებული და დამოუკიდებელი სიტყვები ვაჟა-ფშაველას ლექსები და პოემები ფშაურ დიალექტზეა დაწერილი, ხოლო მოთხრობები - სალიტერატურო ენაზე, თუმცა დიალექტური ფორმები ჩვენს მოთხრობაშიც გვხვდება. აქტივობა 5. პროექტორის საშუალებით მოსწავლეების ნახატების გამოფენა “ხმელი წიფელი ჩემს წარმოსახვაში”. - 3 წთ სლაიდით: ნონა გიუნაშვილის ქვიშის ნახატი “ხმელი წიფელი” სლაიდით: რუსუდან ფეტვიაშვილის “ხმელი წიფელი” სლაიდით: ჩვენი სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლის, ნოდარ მხეიძის “ხმელი წიფელი” აქტივობა 6. ნაწარმოების შესახებ შეიძლება ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ხმელი წიფლის მიღმა ადამიანები უნდა ვიგულისხმოთ და მათი ურთიერთობები. ხემ განვლო თავისი ცხოვრება ღირსეულად, მაგრამ წელთა სიმრავლემ ის დაღალა, დაასნეულა, ეს კი გამოხატულია სწორედ მისი გახმობით. გარდაცვლილს შეიძლება თავის დროზე იმდენი სასახელო და კარგი რამ ჰქონდეს გაკეთებული, შეიძლება ცოცხალს არ ჰქონდეს. ხმელი წიფელი ყოველგვარ დაცინვას და უხეშ მოპყრობას ამაყად, ერთგვარი ღირსებით იტანს, რადგან ღრმად არის დარწმუნებული, რომ დრო თავისას იტყვის. - 2 წთ აქტივობა 7. დავუბრუნდეთ ნაწარმოებს და ვთქვათ, რისთვის დაწერა ვაჟამ ეს ნაწარმოები, ან რისი თქმა უნდოდა ამ ნაწარმოებით, ზოგადად? (მოსწავლეთა ვერსიები) - 5 წთ აქტივობა 8. მინდა გავიხალისოთ განწყობა და შემოგთავაზოთ გონებრივი თამაში “ლოტოტრონი” - 10 წთ (ინსტრუქცია - ყუთში მოთავსებულია 25 ბარათი, მხოლოდ რამდენიმე ბარათზეა კითხვა დასმული, დანარჩენი ცარიელია, ვისთანაც ამოვა კითხვა - ის პასუხობს). “ლოტოტრონის” კითხვები:
“ათასს ცოცხალსა ბევრჯელა აქტივობა 9. თვითშეფასების რუბრიკა - 2 წთ C - რეფლექსია აქტივობა 10. საშინაო დავალება - 1 წთ
(დავალება N 2, 3, 4, 5 - შეგიძლიათ დაწეროთ შერჩევით) აქტივობა 11. შეფასება - 1 წთ | |
რუსუდან ფეტვიაშვილი - ხმელი წიფელი
ნონა გიუნაშვილი - ქვიშის ზღაპარი: "ხმელი წიფელი"
თვითშეფასების კითხვარი
კრიტერიუმები | ზოგჯერ | ყოველთვის |
გაკვეთილზე ვიყავი აქტიური | ||
დავალებებს აღვიქვამდი ადეკვატურად | ||
ჩემი პასუხი (პასუხები) იყო დამაჯერებელი |
კროსვორდი “ხმელი წიფელი” - კითხვები
ხმელი წიფელი სად ჩაჩხატულა და გახიდულა?
ვინ ჰკითხავს თავის შვილებს ხმელი წიფლის მიდამოს, გაღმითს ან გამოღმითს, თავს ან ბოლოს?
ზამთრობით რა სტუმრობს ხმელ წიფელს?
სად იხსენებენ დღეში სამჯერ ხმელ წიფელს?
საცოდავ ხმელ წიფელს გამხმარი ქერქი ასძრობია და როგორი გვერდები უჩანს?
რას ისხამს წიფელი?
ჩასვი გამოტოვებული სიტყვა: “ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს, იკარგებოდეს...”
ტექსტიდან, რას შვრება (ჩასვი გამოტოვებული სიტყვა): “..... ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე...”
რა არის მისი ნუგეში? შემოხაზე სწორად: ა) ისღაა; ბ) ესღაა; გ) ეგღაა.
მისანიშნებლად, რა ენახათ მონადირეებს ხმელი წიფლის გარშემო?
“დედა ვეფხვისა და მისი ..... კვალი”.რა წასვლია ხმელ წიფელს, სიცოცხლის ...
ხ | |||||||||||||
მ | |||||||||||||
ე | |||||||||||||
ლ | |||||||||||||
ი | |||||||||||||
წ | |||||||||||||
ი | |||||||||||||
ფ | |||||||||||||
ე | |||||||||||||
ლ | |||||||||||||
ი |
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
Комментарии
Отправить комментарий