"ბორჯღალო" - 2019


„ხელოსნობა  საქართველოში“ ( ფრაგმენტი- ფილიპე   გოგიჩაიშვილის   წიგნიდან)
- ექსკურსია  ეთნოგრაფიული  მუზეუმი  „ბორჯღალო“
საგანი-  ქართული  ენა  და  ლიტერატურა.  საგნის  მასწავლებელი- მაყვალა  მიქელაძე
გაკვეთილის  გეგმა  გათვლილია  2  გაკვეთილზე.
12  ივნისი  2019  წელი
საგანი / პედაგოგი
ქართული  ენა  და  ლიტერატურა
მაყვალა მიქელაძე
საფეხური / მოსწავლეთა პროფილი
დაწყებითი საფეხური
21 მოსწავლე,
Vდ კლასი
თემა
„ხელოსნობა  საქართველოში“ ( ფრაგმენტი- ფილიპე   გოგიჩაიშვილის   წიგნიდან)
- ექსკურსია  ეთნოგრაფიული  მუზეუმი  „ბორჯღალო“
მიზანი
·         მუზეუმში  ქცევის  წესების  დაუფლება;
·         მოსწავლეებში  მოტივაციისა და ცოდნის  ამაღლება;
·         შემეცნებითი   ხასიათის   ტექსტის  დანიშნულების  გააზრება  და  მის  სტრუქტურაში  გარკვევა;
·         ჩამოვუყალიბოთ  კულტურულ  ძეგლებთან   ურთიერთობის  ჩვევები;
·         განვუვითაროთ  ესთეთიკური  ტკბობის, თანაგანცდის  უნარი;
შესაბამისობა ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან
ქართ.  დაწყ.(II). მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  სტანდარტით  განსაზღვრული  სხვადასხვა  ტიპის  ტექსტების  წაკითხვა,  გაგება  და  გაანალიზება  არსებითი  მნიშვნელობის  მქონე  საკითხების/ დეტალების  გათვალისწინებით.
ქართ.დაწყ.(II) მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  კითხვის  ნაცნობი  სტრატეგიების  შერჩევა და  გამოყენება  მიზნის  შესაბამისად.
მოსამზადებელი  სამუშაოები
1.აქტივობა.მოსმენა(მინი ლექცია).
ვკითხულობთ   სახელმძღვანელოში  მოცემულ  ტექსტს  „ხელოსნობა  საქართველოში“. 
2. აქტივობა.კითხვა/წაკითხულის  გააზრება.
სტრატეგია- ჩუმი კითხვა.
კითხვა-  პასუხი  წაკითხულის  გასააზრებლად.
3. აქტივობა.შეფასება.
განვიხილავთ  მსგავსება-  განსხვავებაზე,  ლიტერატურულ  და  საინფორმაციო-შემეცნებით  ნაწარმოებებს  შორის.
რა  არის  ტექსტის  ავტორის  მიზანი?
 შევადგინოთ  ტექსტის  გეგმა( გამოვყოთ  10  საკითხი);
4. აქტივობა.  ლექსიკაზე  მუშაობა;
ბუნდოვანი  და გაუგებარი  სიტვების  ახსნა  გარმატება;
 5.აქტივობა.  ექსკურსია   ეთნოგრაფიულ  მუზემში  „ბორჯღალო“
შეფასება
მოსწავლეები  ფასდებიან  იმის  მიხედვით,თუ  რამდენად  შეძლო შემეცებითი  ხასიათის  ტექსტის  დანიშნულების   გააზრება  და   მის სტრუქტურაში   გარკვევა.
რესურსი
რვეული, კალამი,  სახელმძღვანელო, ფოტოაპარატი.
























Комментарии